გურამ ფალავანდიშვილი “მილიონი კაცის” მოლოდინშია, მანამდე კი 12 კაცია გასათავისუფლებელი

(“ალია”).  „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავეს.

„იმედი მაქვს ვინც დააკავეს, ყველას გაათავისუფლებენ. ჩვენ ვაპირებთ 4 ივლისს ღამე მილიონი კაცი გამოვიყვანოთ რუსთაველზე“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ გურამ ფალავანდიშვილმა.
ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს დაიწყო. იმ ადგილას, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი, საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები მივიდნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა. დღის განმავლობაში შსს-მ 12 პირი დააკავა.