“კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას” და, – იმიტომ! – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი,  ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

კაი, ვთქვათ, არ გვინდა ეს მოსამართლეები!
კაი, ვთქვათ, არც დასანიშნი დავნიშნეთ და დანიშნულებიც შინ გავისტუმრეთ!
მერე?!
მერე რა ხდება?!
ვინ განიხილავს საქმეებს?!
სერიოზულად მაინტერესებს:
ვინ განიხილავს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს?!
კაი, ვთქვათ, არ ვენდობით ამ მოსამართლეებს!
კაი, ვთქვათ, არ ვენდობით იმათ, ვინც ეს მოსამართლეები დანიშნა და ვინც მომავალში დანიშნავს!
მერე?!
მერე რა ხდება?!
ვის მივანდოთ ეს საქმე?!
სერიოზულად მაინტერესებს, ვინ უნდა შეგვირჩიოს და დაგვინიშნოს მოსამართლეები, თუ საყოველთაო არჩევნებით არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ და საყოველთაო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩეული და დანიშნული მოსამართლეები არ გვინდა?!
სრული სერიოზულობით მოვითხოვ პოლიტიკური პარტიების ლიდერების, არასამთავრობო სექტორის და ჟურნალისტებისგან:
გამაგებინეთ, ვინ არის ის ყველაზე და ყველასთვის სანდო ხალხი, ვინც მოსამართლეების დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს?!
სრული სერიოზულობით და კიდევ უფრო მეტი კატეგორიულობით მოვითხოვ:
ზემოთ დასახელებულმა სუბიექტებმა “ყველაზე და ყველასთვის სანდოდ” საკუთარი თავი არ გამოაცხადონ!
“კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას” და, – იმიტომ!