სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია, სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
ბოლო დღეებში, ხეობაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, გთავაზობთ გუშინ გადაღებულ ფოტოს, სადაც ჩანს გვირაბის სამშენებლო მოედანი.
სანამ მშენებლობა მიმდინარეობდა, ეს ტერიტორია სავსე იყო ტექნიკითა და მუშებით. ახლა, როგორც ფოტოზე ჩანს, მოედანი ცარიელია. გვირაბთან მისასვლელი გზა ჩახერგილია ბეტონის ჯებირებით, ჭიშკარი კი საგულდაგულოდაა დაკეტილი. შეუძლებელია, ამ ბარიერების პარალელურად, გვირაბიდან რამე გამოდიოდეს ან შედიოდეს.
გავრცელებული ხმები მიწის გატანის შესახებ სავარაუდოდ, შთაგონებულია ოფურჩხეთში მდებარე ქვის მომპოვებელი საწარმოების საქმიანობიდან, რომლებიც ხეობიდან პერიოდულად ეზიდებიან ქვის ლოდებს. ეს საწარმოები შორსაა ნამოხვანიდან და არც აქვთ რამენაირი კავშირი ჰესთან.
კარგი იქნება, თუ ვისწავლით ჭორის ტიპის ინფორმაციის გარჩევას რეალური ინფორმაციისგან, არ გავავრცელებთ დაუზუსტებელ, კონსპირაციულ თეორიებს და ამით კიდევ უფრო არ ავუბნევთ თავგზას ისედაც დაბნეულ აუდიტორიას.
#არანამოხვანჰესს