(“იმედი”) ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაზა ოფიციალურად ავღანეთის მთავრობას 3 ივლისს გადაეცემა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.