პოლიციამ თბილისში ტრეფიკინგის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში ერთი პირი დააკავა. ინფორმციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

– “გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.

ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ptn.ge