პრაიდის ორგანიზება მიანიშნებს, რომ ვიღაცას სტაბილურობა არ სურს – გია ვოლსკი

– “ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, პრაიდის ორგანიზება მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას სტაბილურობა არ სურს” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

– “მე არ მივესალმები პრაიდის ჩატარებას, თუმცა კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ ძალადობას“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეული გუშინ დაიწყო, რასაც პრაიდის მოწინაღმდეგეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

წყარო: itv.ge