„სიარულსაც შევძლებ…წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…”

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის გულშემატკივრებს მიმართავს და წერს:

„ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს.

კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.

მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…

ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს” – წერს თინა ხიდაშელი.