,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი: “ქართული ოცნების” მმართველობის 9 წელმა მოიტანა:
- საზოგადოებაში უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა!
- უსამართლობის განცდა!
- უნიჭო და მდაბიო პოლიტიკური თამაშები!
- დასჯის ნაცვლად, დასასჯელთა დაწინაურება!
- არჩევნებისადმი სრული უნდობლობა!
- პარლამენტის ავტორიტეტის დაცემა და გაფარჩაკება.
- მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მრავალმიმართულებიანი კამპანიის ხელშეწყობა.
- ეკლესიისა და მისი სამღვდელოების დისკრედიტაციის წახალისება.
- უცხოელი პარტნიორების გაფეტიშება იმ ზომამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ლამის კონსტიტუციის წონა მიანიჭეს, ხოლო ელჩების დიდ ნაწილს ვერავინ უბედავს შეხსენებას: ეს სუვერენული სახელმწიფოა და არა ბანანის რესპუბლიკა. რა ვართ, ესეც საკითხავია.
- განათლების სისტემის სრული განადგურება, განათლების დონის დაცემა.
- უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი.
- შემოქმედებითობის, კრეატიულობის, ნოვატორული იდეების კვდომა. მეცნიერების ღრმა კრიზისი.
- ჯანდაცვაში ხედავთ, რაც ხდება.
- სოხუმსა და ცხინვალზე მხოლოდ ლაყაფი.
- საზოგადოებაში ნეგატიური გრძნობების: ღვარძლის, აგრესიის, არაკეთილშობილების, არაკაცობის, უსინდისობის, საბოლოო ჯამში, უღმერთობის გაღვივება.
- 5 ივლისის მარშზეც შეთანხმებულნი არიან.
და ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია…”