ამერიკა ნიღაბს იხსნის – სქესის აღრევის პასპორტით დაკანონება და ლგბტ-ის “საგანგებო აგენტი”

აშშ-ში და­ა­ნონ­სეს გეგ­მა, რო­მე­ლიც პას­პორ­ტში მე­სა­მე გენ­დერუ­ლი ვა­რი­ან­ტის, “გენ­დე­რი X”-ის ჩას­მას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი ვა­რი­ან­ტის პას­პორ­ტში და­მა­ტე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ასე­ვე ბლინ­კენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შე­იც­ვა­ლა წესი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ადა­მი­ანს თა­ვად შე­ეძ­ლე­ბა აირ­ჩი­ოს, რას მი­უ­თი­თებს სქე­სად პას­პორ­ტში – ქალს, თუ მა­მა­კაცს. აქამ­დე სა­ჭი­რო იყო სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა და და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სქე­სი იყო გან­სა­ზღვრუ­ლი.

“ამ ქმე­დე­ბით მე გა­მოვ­ხა­ტავ ჩვენს მუდ­მივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას LGBTQ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ და წინ მივ­დი­ვართ“, – ამ­ბობს ბლინ­კე­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რას პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა და­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი, სა­გან­გე­ბო აგენ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნის ლგბტ თე­მის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვაა მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, რომ­ლებ­საც ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში აქვთ მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის გარ­და სხვა ვა­რი­ან­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში გენ­დერუ­ლი თვალ­საზ­რი­სით პირ­ვე­ლი, ნე­იტ­რა­ლუ­რი პას­პორ­ტი 2018 წელს გა­ი­ცა. წყა­რო:   BBC.com  (მოამზადა: “ინტერპრესნიუსი”)

საინტერესოა, “ქართველი ვაჟკაცების” ის ნაწილი, რომელიც ამერიკას “ჰყვარობს” და მისი იმედი აქვს, აფხაზეთში და შიდა ქართლში დაგვაბრუნებსო, – ამ სისულელეს კვლავაც დაიჯერებს?!