ამსტერდამის მერი კალაძეს: მიიღეთ ყველა ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

ამსტერდამის მერმა Femke Halsema, თბილისის მერს კახა კალაძეს წერილი მისწერა და მოუწოდა, რომ უზურნველყოს თბილისი პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

“მე გთხოვთ რომ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება. ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი აქვს, რათა მსგავსი ღონისძიებების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებდან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი Hans Verhoeven-ი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში 1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული იმართება. 5 ივლისს გაიმართება რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში.

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველივე დღეს ძალადობრივი ჯგუფების პროტესტი დაპირსპირებაში გადაიზარდა. თავდაპირველად პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ჰომოფობირუმა ჯგუფებმა  პრაიდის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთელებიც ესროლეს. პოლიციამ 23  პირი დააკავა.

“თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი დახურული ღონისძიება სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს.