პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, 2 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ქვეყნის 45 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონს.
პორტუგალიაში ე.წ. კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
ქვეყანაში სამუშაო დღეებში კაფეები და რესტორნები 10:30 საათზე დაიხურება, უქმეებზე კი 3:30 საათზე.
ცობისთვის, პორტუგალიაში მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, 32 პროცენტი კი, სრულად არის აცრილი.
პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 880 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 17 101 კი დაიღუპა.
წყარო: itv.ge