შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა,იუწყება „პირველი არხი“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა

მედიის ცნობით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

“სპუტნიკი”