ბაქომ უეფა და ლგბტ ფეხებზე დაიკიდა – დანიელ გეი-ფანებს სტადიონზე “ცისარტყელას” დროშა ჩამოართვეს!

ის, რაც გადაბერებულ ევროპაში “ნორმალურობაა”, კავკასიაში – არანორმალურობაა. კერძოდ, ე. წ. სექსუალური უმცირესობების ე. წ. დროშა. ბაქოში გამართულ დანია-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩზე (2:1) სამართალდამცავებმა დანიელ გულშემატკივრებს ასეთი “დროშა” ჩამოართვეს.

ოფიციალურად ითქვა, რომ დანიელი გულშემატკივარი ძალზე ნასვამი იყო. უეფა და დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ გაიგეს, მაგრამ არაფერი იციან. უეფა “საქმეს იძიებს”.

აი ასე, კავკასიაში საქართველოს ყველა სჯობნის – წარმოიდგინეთ, აქ რომ გაბედოს პოლიციამ მსგავსი ქმედება, კელი დეგნანი რას უზამს გომელაურს!

Die Regenbogen-Fahne im dänischen Fanblock erregt die Aufmerksamkeit der Ordner.