აპატურაის ჭაჭა ყვარებია, იმედია, ჩვენ არაფერი დაგვბრალდება…ისე კი, დიდი ვაი, ჩვენს პატრონს! – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ასტაფიევმაც ეს დაწერა, ოღონდ ღვარძლიანად და, იმედია, ციმორის ჭამამ მოუღო ბოლო 20 წლის წინ!
აპატურაის ჭაჭა ყვარებია და, იმედია, ჩვენ არაფერი დაგვბრალდება 20 წლის შემდეგ!
ისე კი, დიდი ვაი, ჩვენს პატრონს! ?
ჯეიმს აპატურაი:
„ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასდროს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და განსაკუთრებით ჭაჭა დანაშაული იქნება. არამარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს მწარე. მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ. სახლში ქართულ კერძები გვაქვს, მივირთმევ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები“.