გრიგოლ ონიანი: 5 ივლისის მოვლენების გამო- სად ხარ შექსპირო, ერთი სონეტი ჩვენს პრეზიდენტსაც რომ მიუძღვნა?!

5 ივლისის მოვლენების გამო
……………………………………………………..

1. ჩამომხრჩვალ კაცის ოჯახში თოკზე საუბარი არ უნდა დაიწყო – ამბობს ანდაზა, მაგრამ „ტვ-ფორმულისათის“ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. როგორც ნამუსი, სირცხვილისც კარგი საქონელია.
2. როდესაც ელისეის მინდვრები ცეცხლის ალშია გახვეული და პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან – ეს შეიძლება და დასაშვებია. 26 მაისის შემოქმედი ბანდა, რომელიც დახოცილებს სახურავებზე აწყობდნენ, როგორც ელ-დენით დახოცილებს და დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს არა რეზინის, არამედ ნამდვილ ტყვიებს – ეს ნორმალურია, ხოლო პროვოკატორისათვის ხელის შემოკვრა, თუნდაც ჯოხის დარტყმა, ქვეყნის განვითარებაზე უარის თქმა ყოფილა (ესეც ახალი ფორმულაა).
3. ამერიკელებისათვის სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის ნამუსის აყრა, შემდეგ კი ჩამოხრჩობა, შუამდინარეთის ცივილიზაციის მოსპობა, ქვეყნის დამხობა, შუა ევროპის დაბომბვა, ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის თოვლიან მინდორზე გამოყვანა და ღორებივით დახოცვა, იუგოსლავიის განადგურება, მილოშევიჩის სიკვდილი – ეს ყველა ჰუმანიტარული აქტი და დემოკრატიის ნათელი მაგალითი ყოფილა, ხოლო ქვეყნის ტრადიციებისა და სარწმუნოების დაცვა – დიქტატურისა და ბარბაროსობის აღორძინება.
4. პრემიერ ღარიბაშვილის 5 ივლისის განცხადება დღის მოვლენებზე, ტოლერანტობის დაგმობაა, ზურაბიშვილის განცხადება კი პატიოსნების მაგალითი ყოფილა.
სად ხარ შექსპირო, ერთი სონეტი ჩვენს პრეზიდენტსაც რომ მიუძღვნა?!

გრიშა ონიანი; საზოაგდოება “სტალინელის” თავმჯდომარე