კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ 170-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხია. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში ბრიტანეთის კოლუმბიაში 12 ათასი მეხის დაცემის ფაქტი დაფიქსირდა.
This was #Lytton, Wednesday night.
Gives you an idea how fast the fire was moving through the village, and burning anything in its path. pic.twitter.com/IGmhyilPYc
— Emad Agahi (@emadagahi) July 2, 2021
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება ბრიტანული კოლუმბიის მთავრობასთან ითანამშრომლებს.
წყარო: newposts.ge