გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ყველა მათგანი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსის 18 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,847 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: itv.ge