ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს კახეთიდანაც შეუერთდებიან

დღეს დილით თელავის ცენტრში 100- მდე ადგილობრივი, რამდენიმე სასულიერო პირი და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების მეთაური შეიკრიბა. მოძღვრებმა პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც შეკრებილები თბილისში გამოემგზავრნენ.

მათი განცხადებით, ლგბტ წარმომადგენლებთან კონფლიქტს და ძალადობას არ აპირებენ, თუმცა მათ მიერ მიერ დაგეგმილი მარში მიუღებელია, რომელიც ზნეობრივ გარყვნილებას ემსახურება. ეკლესიის მიერ დაანონსებული შეკრება „ღირსების მარშის“ პარალელურად გაიმართება.

„თბილისი პრაიდის“კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი“ „ღირსების მარშს“ გამართავს. „ღირსების მარშის“ სლოგანი იქნება „გამოდი სოლიდარობისთვის“.

 

“იმედინიუსი”