საქართველოში ”დასავლური ორიენტაცია” ფულის კეთების შესანიშნავი საშუალება გახდა –  დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საქართველოში, ”დასავლური ორიენტაცია” ფულის კეთების შესანიშნავი საშუალება გახდა, როგორც (ა) მთავრობისათვის, ისე (ბ) ყველა იმ არასამთავრობო ნეო-კომკავშირული ორგანიზაციისათვის, რომელიც დასავლეთმა შექმნა ქართველთა შეურაცხყოფის ხარჯზე და მოაჯინა მათ თავზე, და
(გ) თითქოს ”დასავლეთზე ორიენტირებული” ისტებლიშმენტისათვის, რომელიც, სინამდვილეში ”წითელი ინტელიგენციის” სრული მემკვიდრეა მენტალურად და სოციალურად, მაგრამ მასზე უნიჭო და უტიფარი!
ეს საზიზღარი ტენდენცია ახდენს ქართველთა თვალში დასაავლეთის სრულ დისკრეტიზაციასა და მიუღებლობას, რაც კარგი არ არის საქართველოსთვის!
თორემ იმაზე, რამაც დასავლეთი ძლიერი გახადა, – მეცნიერებაზე, კანონიერებაზე, ინსტიტუტებზე, შეთანხმებაზე ”საერთო თამაშის წესების” შესახებ უარს რომ იტყვის კაცი, იმას რა მოეთხოვება!
მაგრამ დასავლეთის ეს ჭეშმარიტად ძლიერი მხარე
ქართველ ”დასავლეთზე ორიენტირებულ” ნაგავს
არ აინტერესებს,
არ უნდა და
არ დაუშვებს საქართველოში მათ დამკვიდრებას,
რადგან იგი ასამარებს ამ ნაგავს და ამას ისინი საკუთარი ნებით არ შეელევიან, –
არ შეელევიან ფულს, რომელსაც დასავლეთი მათ უხდის საქართველოში დასავლური სახელმწიფოების საელჩოების არაშორსმჭვრეტელი და ზედაპირული ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც დღესაც ვერ გაუგიათ, რა ქვეყანასთან, რა კულტურასთან და ამ კულტურის მატარებელ ხალხთან აქვთ საქმე.