ტუნისის ნაპირთან გემის ჩაძირვას, სულ მცირე 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მიგრანტებით დატვირთული გემი ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიისკენ მიემართებოდა.
ტუნისის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, მაშველებმა 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
გემზე ეგვიპტის, სუდანის, ერიტრეასა და ბანგალდეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
წყარო: newposts.ge