გახარია: მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს.
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.
– “ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ 4 ივლისს! მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები და მომავალი მჭიდროდ აკავშირებთ” – წერს გახარია.
წყარო: ptn.ge