მიატოვიჩი: ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერის, დენიელ ჰოლტგენისა და ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე.
– “ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს #TbilisiPride21-ის ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება #LGBTI თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება” – აცხადებს დენიელ ჰოლტგენი.
– “ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21-ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები” – აღნიშნავს დუნია მიატოვიჩი.
წყარო: newposts.ge