საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
– “დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-56) რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: newposts.ge