ნედ პრაისი: საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის თავისუფლების უფლებები და პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ძალადობრივ თავდასხმებს გმობს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები.
– “ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“ – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.
წყარო: ptn.ge