ისე, რაც ხდება, რამ განაპირობა, თუ დაფიქრებულხართ?!
საქართველოში მიმდინარე პროცესები
26 წელია ინტენსიური დაკვირვების, მართვისა და
ცნობიერების კორექციის ფარული ტექნოლოგიების
ქვეშაა! ინტენსიური!
არც უხვი დაფინანსებები გარედან, არც სატელევიზიო აღვირახსნილი პროპაგანდა, არც ხელისუფლებების პოლიტიკა, შემთხვევითი არ არის!
ყველას თავისი გეოპოლიტიკური მიზნები აქვს, –
საკუთარი გლობალური მიზნები!
უმიზნო, უაზრო და სხვისმსახური საქართველო და მისი ხალხის დიდი ნაწილი აღმოჩნდა! მხოლოდ!
რა ხდება?!
კარგად დააკვირდით საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგს: დააკვირდით მიცემული ხმების საერთო სტრუქტურას!
ათიათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა
ნარკომანიას, ზნეობისა და მორალის მოშლას,
საკუთარის განადგურებასა და დაკნინებას!
რეაქციამ არ დააყოვნა!
როცა ხალხის დიდი ნაწილი აკეთებს იმას, რაც
გააკეთა არჩევნებზე, – ე.ი. ამ ხალხს შეიძლება გაუკეთო ის, რასაც დღეს უკეთებს შინაური გარეულთან ერთად!
ერთად!
რატომ?!
ეს მუქთი დაფინანსების წყაროა, –
სხვა ყველაფერი არაფრად ფასობს!
თუ არაფერი შეიცვლება, დღეის შემდეგ ამ მახინჯი მიმართულებით საქართველოში დაფინანსებები განუზომლად გაიზრდება… მიზანი?!
ქართველისთვის (ვინც ჯერ კიდევ თვლის თავს ქართველად ტრადიციული, საუკეთესო გაგებით) საქართველოში ცხოვრება აუტანელი გახდეს და აახვიოს აქედან!
აი – მ თ ა ვ ა რ ი მიზანი!
აკი, ერთ-ერთ ვითომ პოლიტიკურ ”ლიდერს” გირჩი რომ დაირქვა სახელად, გაახმიანებინეს და ვიდეორგოლიც გაავრცელებინეს: ”კარგად რომ ვიცხოვროთ, საქართველოში ქართველები უმცირესობაში უნდა ვიყოთო!” ? |
გასაგებია, თუ არა?!
რამდენმა ათასმა დაუჭირა მას და მისნაირებს მხარი?!
პასუხი: ასიათასობით ადამიანმა და..
აღშფოთებული ხართ იმით, რაც ხდება?! ?
თუ არაფერი შეიცვალა,
ეს მხოლოდ პატარა ‘ბუკეტებია’…
მთავარი და მძლავრი მალე იქნება!
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი