უმძიმესი ავარია: ბაბუა და შვილიშვილი მანქანაში დაიწვნენ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან ენითაუწერელი ტრაგედია დატრიალდა.

მსუბუქი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა. გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო კიდევ 2 სიკვდილს ებრძვის. დამწვარ მანქანაში აღმოჩენილი სამი გარდაცვლილიდან ორი ერთი ოჯახის წევრები არიან – 7 წლის საბა მამულია და მისი ბაბუა, კაპიტონ მამულია. გარდაცვლილია მათი მეზობელი, გელა დავითაია.

საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიიყვანეს ავტომობილის 2 მგზავრი. მათგან ერთ-ერთი საბა მამულიას მამაა.

როგორც ირკვევა, პატარა საბა და მამამისი ბაბუასთან სტუმრად იყვნენ ჩასული სოფელ უშაფათში. გუშინ კი ოჯახის წევრები მდინარე ტეხურზე წავიდნენ. ავარია უკანა გზაზე მოხდა, როდესაც ისინი სოფელში ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, საჭესთან კაპიტონ მამულია ნასვამი იჯდა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი