აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა აშშ-სა და ბელორუსს შორის სამგზავრო ფრენების ბილეთების გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა.
ინფორმაციას ამის შეახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ტრანზიტულ რეისებსაც ეხება. გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზით, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფრენები.
ბილეთები გაყიდვების აკრძალვა და ფრენების შეზღუდვა იმ სანქციების პაკეტში შედის, რომელიც აშშ-მა ბელარუსს „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, 23 მაისს ავარიულად მინსკში დაეშვა.
ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ბორტზე არსებული საფრთხე იყო. თუმცა, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
თვითმფრინავის დაფრენისთანავე მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
წყარო: itv.ge