CNN: გასული კვირის უქმე დღეებში აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით 150 ადამიანი მოკლეს, ქვეყნის მასშტაბით კი 400-ზე მეტი გასროლა მოხდა.
აშშ-ში იარაღით ძალადობის შემთხვევები ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელზეა.
CNN-ის ინფორმაციით, გასული კვირის უქმე დღეებში აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით 150 ადამიანი მოკლეს, ქვეყნის მასშტაბით კი 400-ზე მეტი გასროლა მოხდა.
კერძოდ, 4 ივლისს ნიუ-იორკში ცეცხლსასროლი იარაღით 13 ადამიანი მოკლეს. ნიუ-იორკში იარაღით ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტები, 2020 წელთან შედარებით, 40 პროცენტითაა გაზრდილი.
ძალადობის მაჩვენებლი გაზრდილია ჩიკაგოშიც. ჩიკაგოში გასულ უქმეებზე 83 ადამიანს ესროლეს, მათ შორის 14 დაიღუპა.
წყარო: itv.ge