დღეს რომ ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების დაცვა დაიწყო, სულ ცოტა, შარლ მიშელს არ უნდა ყავდე ნახმარი!!!- ხათუნა ხოფერია

“პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია”-ო -ბრძანა სამუელ ჯონსმა.
ყოველთვის მაღიზიანებდა ეს ფრაზა. არ ვეთანხმებოდი…

აი, ანეკდოტი რომ არის მეგრელზე, კახელს რომ გახეთქავს ღომის ჭამით და ბოლოს კითხავს- გაგეხსნა ხომ გონებაო?… ზუსტად ეგრე დამემართა გუშინ.
მდინარაძეს ვუსმინე… სამშობლოზე, ტრადიციებზე, ოჯახზე, სიყვარულზე და გაგებაზე “ბაზრობდა”… აბააა…. მდინარაძე….))))))… სხვებიც, მაგრამ მდინარაძით მაინც სულ სხვაა…..
ე, ბიჭო, რაღაც ხომ უნდა არსებობდეს ადამიანში ?! სირცხვილის გრძნობა, ნამუსი, სხვისი თუ არა, საკუთარი თავის პატივისცემის განცდა… დღეს რომ გაპატრიოტდე და კონსერვატორი გახდე, ქვეყნის ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების დაცვა დაიწყო, სულცოტა, აი, სულ-სულ ცოტა- შარლ მიშელს არუნდა ყავდე ნახმარი!!!
არა რაა…არაა ამათი საშველი…
აცალეთ ღარიბაშვილს! ხომ ხედავთ, რომ აქვს ამ კაცს
ეროვნული მუხტი. აქვს სამშობლოს განცდა და ხალხიც უჯერებს, რომ ალალად პატრიოტია.
რას ეტენებით?!…რას ეწილებით?!..
რატომ უფუჭებთ გაკეთებულ საქმეს და იმიჯს ?!… თან
შეგნებულად, გეგმაზომიერად…
მოკლედ, თქვენი საქმისა თქვენ იცით! მე ამბავი მოვყევი, რომ არ იფიქროთ, გამდის და მივაწვებიო…
მიშასაც უნდა პატრიოტის მანტიის მოსხმა. ხან ჯვარს დორბლავს და ხან ბორჯომის ბოთლს… ეგ კი არა და, ჯაფარაც სამშობლოზე ალაპარაკდა, დაბოლილ, დაექსტაზებულ, პლანის პლანტაციებში გადაბიბინებულ სამშობლოზე… ნაყვარება!…)))))))
ახლა, ისევ სამუელ ჯონსს დავუბრუნდები. მოკლედ,
მივხვდი, რომ ჩემი მასთან უთანხმოების საფუძველი ერთი სიტყვის არასწორ აღქმაში მდგომარეობს!
…უკანასკნელი…
დიახ, ეს ნიშა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, სამშობლოსთვის თავგანწირვით არის გაჯერებული, ყოველთვის არსებობდა. ის იყო ასეთი ცხოვრების წესით, აი, აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მცხოვრები ადამიანების ბუნებრივი გარემო, ბუნებრივი სამყოფელი. მხოლოდ არამზადები ეტენებიან და აფარებენ მას თავს, არამზადული ცხოვრების უკანასკნელ ჟამს!
აბა, დაეწყვეთ და გამოქანდით!
ისე, მაინც, გაფრთხილდით!
სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოთ!