ერისადმი უპატივცემლობის ფონზე ეს ყველაფერი თვალთმაქცობის სახეს იღებს!- მაია ნიკოლეიშვილი

დავაკვირდეთ “ოვერტონის ფანჯრის” სქემას, განა ჩვენ ამ საფეხურებს არ გავდივართ წარმოუდგენლი თემის მისაღებად და ნორმად ქცევამდე?


ნეიტრალური დამოკიდებულება განსხვავებულის მიმართ-ეს ტოლერანტობაა, იმის ზევით-უკვე მანიპულატორული ტექნოლოგიაა და გაღიზიანებას, პროტესტს იწვევს.
პატივცემული (არ მინდა ბრჭყალებში ჩასმა) ელჩები სწორედ ნეიტრალურის უფრო ზედა საფეხურზე აყვანას უწყობენ ხელს, რითაც არა მარტო ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ, უკვე ერის ქსოვილში იჭრებიან! აქ უკვე აზრს კარგავს მათი დამტვრეული ქართულით მიმართვებიც, “თოლერანთობის” კლიპებიც და “ყვითელი ფოთლები”-ს ქართულად შესრულებაც!!! ერისადმი უპატივცემლობის ფონზე ეს ყველაფერი თვალთმაქცობის სახეს იღებს!