ევროკავშირთან ინტეგრაცია ქართველების 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია – ვიოლა ფონ კრამონი.
ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
– “ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად იყოს დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი ყველასთვის” – წერს ევროპარლამენტარი.
წყარო: itv.ge