როცა პოლიტიკაში მყოფი ხალხი აღვირახსნილი იდეოლოგიის პროპაგანდისტი ხდება, აკნინებს საკუთარ ქვეყანას და ძირს უთხრის მას,
ადამიანები, ყოველგვარი ე.წ. ”პოლიტიკური ლიდერების” გარეშე
(ეს სიტყვა საქართველოში უკვე სასაცილო ხდება!), –
რომლებსაც უკვე 30 წელია აფურთხებენ და
შეურაცხყოფენ, –
თავად იწყებენ საკუთარ მოქმედებას!
ამ ხალხის დამადანაშაულებელი ისეთივე გარეწარი და შენიღბული მავნებელია, როგორც ის ”პოლიტიკოსები”, რომლებიც ყარან და აუტანელი დასანახი გახდნენ!
როცა პოლიტიკოსები იმ დონემდე დადიან,
რა დონემდეც საქართველოში დავიდნენ –
ანუ უტიფარნი, უპასუხისმგებლოები, არაფრის გამკეთებელნი, გარდა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა ქვეყნის გაყიდვა-განადგურების ხარჯზე, –
იქ სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია,
რადგან ხალხს სხვა გზა აღარ რჩება!
ჯერ კიდევ არის დრო აზრზე მოსვლისა, –
მერე გვიან იქნება.
შეგახსენოთ, რა ჰქვია ამ მდგომარეობას და
რისი პრელუდიაა ეს მდგომარეობა?!
დაუსჯელად გსურთ ქვეყნის განადგურება?!
არ გამოვა!
ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უნდა, მისი შენარჩუნებისათვის კი სხვა გზას აღარ უტოვებთ!