მასობრივი მღელვარება საზოგადოებაში გამოიწვია პარლამენტის წევრის მაღალი სტატუსით მოსარგებლე პროვოკატორმა – დიმიტრი ლორთქიფანიძე მთავრობას მიმართავს

საქართველოს მთავრობა. 6 ივლისს, პარლამენტის წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, საზოგადოებისა და ეკლესიის ღია და აშკარა შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა ამ სუბიექტის მხრიდან საზოგადოების გინებასა და მიზანმიმართულ პროვოცირებაში, შედეგად მოჰყვა მასების საპროტესტო აქცია, რომლის მსვლელობის დროსაც ასამდე სამოქალაქო პროტესტის მონაწილე პირი, პოლიციის მიერ მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, რაც საჯარიმო სანქციის სახით გულისხმობს მინიმუმ 2000 ლარიანი სახდელის დაკისრებას.

აღნიშნული საჯარიმო სანქციების გამოყენება სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ, ჩაითვლება ყოვლად უსამართლოდ და დაუშვებლად იმის გათვალისწინებით, რომ მასობრივი მღელვარება საზოგადოებაში გამოიწვია პარლამენტის წევრის მაღალი სტატუსით მოსარგებლე პროვოკატორმა, რომელმაც წინასწარ გათვალა ყველა შესაძლო შედეგეგი და მიზანმიმართულად მოახდინა საზოგადოების პროვოცირება ადმინისტრაციულ გადაცდომაზე, თავად კი სარგებლობს პარლამენტის წევრის იმუნიტეტით და დარწმუნებულია ხელშეუხებლობაში(!)…

მივმართავ საქართველოს მთავრობას :
გააუქმეთ 6 ივლისის სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა მიმართ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელები და პროვოკატორი პარლამენტის წევრის მიმართ გამოიყენეთ შესაბამისი სანქციები, რასთან დაკავშირებითაც აქციის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მოგმართეთ საგანგებო განცხადებით!