“პრაიდის” მსგავსი პროცესები ცალსახა და მკაფიო მიზანს ისახავს:  ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, რაც ნაწილობრივ დაწყებულია კიდეც!

იმ პოლიტიკური პროცესების ფონზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ზედაპირული მოვლენა-პროვოკაციები, მსგავსნი ”პრაიდისა”, სრულიად ცალსახა და მკაფიო მიზანს ისახავს:

”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას,
რაც ნაწილობრივ დაწყებულია კიდეც!
მაგრამ ახლა სცენარი უფრო ღრმაა:
ლგბტ-პროპაგანდის დომინირება საქართველოში,
დასავლეთის ელჩების პროვოკატორული საქმიანობა,
ქართველთა უმრავლესობის, – რომელიც თავის წიაღში კონსერვატორია და ჯერ კიდევ საკუთარი კულტურის ფუძეზეა დაყრდნობილი, – შეურაცხყოფა და იგნორირება,
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ მრავალრიცხოვან ჯგუფებს უჩენს საფუძველს არ მიიღოს ეს ლგბტ-პროპაგანდა, – და არც მიიღებს (!) და არც შეეგუება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს მათ ლტოლვას საკუთარი ეთნიკური მეზობელი სახელმწიფოებისკენ.
ეს ლტოლვა სამი ათწლეულია გაამძაფრა საქართველოს ხელისუფლებების უტვინო და დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, ამ ორი მრავალრიცხოვანი ეთნოსის მიზანმიმართულმა მოწყვეტამ საერთო ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრებიდან: ქართველებს დაავიწყდათ, რომ ეთნიკური სომხები და ეთნიკური აზერბაიჯანელები, საქართველოს მოქალაქენი და საქართველოში მცხოვრებნი – სრულად უნდა იყვნენ და ყოფილიყვნენ ჩართულნი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში!
არა!
ჩვენ გადავკეტეთ თბილისის გზა მათთვის –
მე ფართო კონტექსტში ვგულისხმობ და ეს ეთნოსები
განვდევნეთ საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოებისკენ!
თუ ამას ვერ ხედავთ,
ასეთ ბრმებს საკუთარი სახელმწიფო ვერ ექნებათ გრძელვადიან პერსპექტივაში!
შენი მოქალაქე – შენი მოქალაქეა და იგი მძლავრად ინტეგრირებული უნდა გყავდეს საერთო სახელმწიფო ცხოვრებაში!
მსგავსი არაფერი საქართველოში არ არის!
კავკასიური სახელმწიფო – საქართველო,
კავკასიაში უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე, –
შექმნილი ჩვენი წინაპრების მიერ, –
ქართული კულტურა და საქართველოსადმი და ქართული კულტურისადმი დღემდე შენარჩუნებული საოცარი დამოკიდებულება
(თავად დავრწმუნდი, როცა ოთხ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში შევხვდი ყველა დონის ელიტას: პოლიტიკურს, სასულიეროს, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს, უხუცესებს),
რომელ დამოკიდებულებაზეც წარმოდგენაც კი არ არის დღევანდელ საქართველოში, –
ანადგურებს ამ სივრცეში საკუთარ ავტორიტეტს და
სპობს ამ დამოკიდებულებებს მისდამი!
კავკასია მკაცრი ტრადიციების მხარეა!
მისი მოდერნიზაცია არ ნიშნავს კულტურული ფუძიდან მოწყვეტასა და აბსურდულ, დანაშაულებრივ და გამანადგურებელ პროპაგანდას!
დასკვნას გამოვკვეთავ:
ლგბტ-პროპაგანდას აქვს პოლიტიკური მიზანი და ასე თუ გაგრძელდა, იგი თავის შედეგს მოიტანს:
საქართველოს დაშლის და დევნილ-დასაცინ ქვეყნად აქცევს მსოფლიო პოლიტიკის დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცეში – სამხრეთ კავკასიაში!
შეგახსენებთ, რომ
სამხრეთ-კავკასია – შუა აზია – ახლო აღმოსავლეთი –
არის ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში განვითარდება მსოფლიო პოლიტიკის უმთავრესი მოვლენები!
ერთიანი სივრცე!
ამ სივრცეში უსუსურ სახელმწოდ ყოფნა,
ყოფნა გარედან სრულად მართული ხელისუფლებებით,
რომლებსაც დავიწყებული აქვთ საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის ინტერესები – კატასტროფაა!
ეს ასე იქნება!
თუ არაფერი შეიცვალა!