გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, თამარ ბეჟაშვილი ამბობს, რომ მიწის გამო დაპირისპირებულმა მეზობელმა, მის მცირეწლოვან შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ბეჟაშვილის თქმით, შემთხვევა 29 ივნისს მოხდა.
როგორც ის განმარტავს, ქუმსიაშვილმა, რომელიც მას მიწის ფართობის გამო ედავება, მისი 9 წლის შვილის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ ისროლა. შემთხვევის შედეგად მოზარდი არ დაშავებულა, თუმცა ოჯახი შიშობს, რომ თუ ყველა შესაბამისი უწყება დროულად არ ჩაერევა, გმორიცხული არ არის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდეს.
დაპირისპირება რამდნიმე წლის წინ იმ მიწის გამო დაიწყო, რომელიც გურჯაანი-თელავი-ახლემტის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში შედის.
ბეჟაშვილი იპოთეკით დაზარალებულია და მას ბინა გაუყიდეს. ახალმა მფლობელმა კი ის ნაკვეთი მოითხოვა, რომელიც ბეჟაშვილის მტკიცებით, მის ოჯახზე ოფიციალურად არის რეგისტრირებული. საქმეში კი ჩართული იყო სამართალდამცავი, რომელიც ძალის გამოყენებითა და მუქარით ოჯახს აიძულებდა, რომ ქუმსიაშვილის სასარგებლოდ ნაკვეთი დაეთმო.
ბეჟაშვილებმა დახმარებისთვის როგორც გენინსპექციას, ასევე საგზაო დეპარტამენტსაც მიმართეს, თუმცა არც ერთი უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
“წლების განმავლობაში მემუქრებიან ჩვილებით და აგერ აასრულეს რამდენიმე დღის წინ. ჩემი პატარა 9 წლის გოგოს მიმართულებით 2 გასროლა განახორციელა. ჩაერთოს პრემიერმინისტრი, ვის ვთხოვო…”,- უთხრა “მთავარს” მაია ბეჟაშვილმა.
თავად გიორგი ქუმსიაშვილი ადასტურებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი საერთოდ არ აქვს.
“რეზონანსი”