ღარიბაშვილის მორიგი მცდელობა, დაიჭიროს ორი კურდღელი

/6 ივლისი/ის, რაც ორი დღის მანძილზე თბილისში ხდება, თავიდან ბოლომდე არის პრემიერ ი. ღარიბაშვილის სიმერყევის, გაუბედაობის შედეგი. ტიპიური სურათი: ღარიბაშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს.

პირველი “კურდღელი” არის ხალხის გულის მოგება.  როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ “ეს საქართველოა, აქ ტრადიციებია” და თან დასძინა, რომ “მიზანშეუწონლად” მიაჩნია “ლგბტ”-მსვლელობის ჩატარება თბილისის ცენტრში, მისი გათვლა მიმართულია მოსახლეობის დიდ უმრავლესობაზე, რომელსაც ეს განცხადება ისევე მოეწონება, როგორც მისივე ძველი განცხადება მოეწონა – “ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის კავშირი”.

მეორე “კურდღელი” კი დასავლეთია, რომელიც მძლავრ წნეხს ახორციელებს ხელისუფლებაზე და ლგბტ-თემატიკას ძალზე უდროო დროს “სტენის” მას – მორიგი არჩევნების წინ. დასავლეთისა და დასავლეთის მიერ მართული ლიბერასტების დასაშოშმინებლად ღარიბაშვილი “კონსტიტუციურ ფარგლებს” ახსენებს და ლგბტ-ს “ალტერნატიული ლოკაცია” შესთავაზა, გარყვნილების პროპაგანდისათვის.

ეს არის ტიპიური ღარიბაშვილი – არ მიიღოს გადაწყვეტილება, მარტო რაღაც თქვას და მოვლენებს განერიდოს, როგორც 2013 წლის თებერვალში განერიდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ საპროტესტო აქციას, როდესაც ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და უბრალოდ, სააკაშვილის რეჟიმის მოძულე ადამიანებმა, არ შევუშვით სააკაშვილის ხროვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში – სააკაშვილს იქიდან სურდა, პირდაპირ ეთერში მიემართა ერისათვის. პოლიცია მაშინაც არ ჩარეულა მოვლენებში – ჩვენ და მიშისტებმა ერთმანეთი ჯერ მუშტებით დავასისხლიანეთ; მიშას ხროვამ, რომელიც უგულავასა და მელიას მეთაურობით “გვაწვებოდა”, უკან დაიხია და პოლიცია მხოლოდ ამის შემდეგ მოეფინა არე-მარეს, თავად შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. იგი ღიმილით და თავის ქნევით შეეგება მისით აღფრთოვანებულ ხალხს – “ანტიმიშისტებს”. მე კი მაშინვე ვიფიქრე, ეს ვინ ყოფილა-მეთქი, მაგრამ შეჯახებაში გასიებულმა მუხლმა ერთი კვირით მიმავიწყა ყველაფერი.

ახლა, როდესაც ღარიბაშვილმა ისევ ყელი მოიღერა და ლგბტ-მსვლელობა მიზანშეუწონლად გამოაცხადა, ამ ნათქვამს საქმე არ მოაყოლა – ოფიციალურად არ შეაჩერა პროვოკაცია, არ აკრძალა მსვლელობა (თუნდაც “კოვიდის” მომიზეზებით). არადა, პროვოკაციაზე თავად მიუთითა – სააკაშვილი და მისი მომხრე ძალები არიან ამ “ღირსების მარშის” დამგეგმავებიო…

კითხვები ჩნდება: თუკი ამ ყველაფერს ორგანიზებას კრიმინალად გამოცხადებული სააკაშვილი უკეთებს, მაშ რატომ არ ჩართე უშიშროების სამსახური და არ გაანეიტრალე პროვოკაცია? რატომ გადაულოცე ქუჩაში ლგბტ-ების ალაგმვა ეკლესიას და მის მრევლს? რატომ არ დააყენე უფრო მაღლა სახელმწიფოს ინტერესები, ვიდრე “გამოხატვის თავისუფლებით” შენიღბული ვიღაცის ბოროტი ზრახვები? კელი დეგნანის გეშინია და თან ხალხის განაწყენება არ გინდა?..

თუმცა ეს კითხვები მე მიჩნდება და, შესაძლოა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს – არა. ქართველებს გვიყვარს ერთი და იმავე შეცდომების გამეორება.

 

გულბაათ რცხილაძე