“გულდასმით დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს” – გერმანიის ელჩი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში აღნიშნავს, რომ დააკვირდებიან როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს.
– “მივესალმები საქართველოს მთავრობის დაპირებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგისას. მას ოფიციალური ხასიათი აქვს და ბევრად უფრო ნათლად არის ფორმულირებული, ვიდრე ბევრი სხვა განცხადება, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ.
კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს” – განაცხადა ჰუბერ კნირშმა.
წყარო: itv.ge