ოლივერ ვარჰეი – ბარბაროსობა იწყება ზუსტად დროშების დაწვით

ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ პრემიერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა. ჩართულია სამართალდამცვავი ორგანოები და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარდგება.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავისსავე ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დროშა პარლამენტთან 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. დღეს დილით პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კვლავ აღმართა.

წყარო: ptn.ge