პუბლიცისტი ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
როგორც ვიწინასწარმეტყველე რევანში და დაპატიმრებები დაიწყო. სააკაშვილის მაშინდელი ლოზუნგი: ყველანი ციხეში! დღევანდელმა ტერორისტმა ჟურნალისტებმა ისე აიტაცეს, რომ მათი ნება რომ იყოს ნახევარ საქართველოს დააპატიმრებდნენ.
,,მეტი რატომ არაა დაჭერილი”? ასე იწყება ყველა საინფორმაციო პროგრამა.
და ჩვენმა მთავრობამაც დაიწყო დაჭერების სერია. დაიჭირეს ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის თავდადებული ერთი უბრალო და პატიოსანი ადამიანი სერგო ეფრემიძე. ვნახე კადრები თუ როგორ იძულებით მიათრევდნენ პოლიციელები მას. სერგო ეფრემიძე სამშობლოს დაძახილზე ყველაფერს ტოვებდა და დედაქალაქში მიდიოდა. არ დაუტოვებია არცერთი აქცია და მიტინგი. ახლაც გაიარა 300 კმ. ერთი ლაზათიანად შეუკურთხა სიცრუის მტირაჟირებელ ჟურნალისტებს და ამის გამო ხელზე ბორკილები დაადვეს და ციხეში უკრეს თავი.
აი ესაა ამათი სამართალი.
თავისუფლება სერგო ეფრემიძეს!