ქოცური სასამართლო კოლექტიური “ვახო სანაიას” მოთხოვნის დაკმაყოფილებას იწყებს: “დაიჭირეთ, ციხეში ჩასვით!!”

ტელეკომპანია „რუსთავის 2″-ის, „მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე “ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის” საფუძველზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსნებთ,  სასამართლომ გუშინწინ ანტი-ლგბტ აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს მოსამართლემ 2 300-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ხოლო პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ლგბტ-გარყვნილების მოწინააღმდეგე პატრიოტთა ჯგუფები თბილისის ცენტრში დასავლეთის საელჩოების მიერ მხარდაჭერილ და დაფინანსებული ე. წ. „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი.