COVID-19 საქართველოში – ბოლო მონაცემები

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.415-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 393.360-ს მიაღწია.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 368.073 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 943), გარდაიცვალა – 5.618 (ბოლო 24 საათში – 26), კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.584 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.183 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 37.627 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.135, PCR–ტესტით – 16.492.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,42%, ბოლო 14 დღის – 5,03%, ბოლო 7 დღის – 5,53%.

სულ აცრილია 374.685 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.586 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

“სპუტნიკი”