დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილის განცხადება დავით გარეჯის შესახებ, მისი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა:
„დიდი შეცდომაა რასაც აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია. ისინიც, ვინც ტაშს უკრავენ, დამნაშავეები არიან. ეს, ან დიდი უგუნურებაა, ან შეგნებული არამზადობა. არ მინდა განკითხვა გამომივდეს, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. დამნაშავეა, ვინც გარეჯის გამყიდველს ტაშს უკრავს. რატომ? იმიტომ, რომ თუ საკითხში გარკვეული არ ხარ და ტაშს უკრავ, დამნაშავე ხარ! ხოლო, თუ გარკვეული ხარ და მაინც ტაშს უკრავ, მით უმეტეს დამნაშავე ხარ. ასე მგონია, რომ ამ ხალხმა ტაშის დაკვრა კომკავშირის კრებებზე ისწავლა დღეს აღარ იციან, სად გამოიყენონ. ესენი არიან სწორედ იმ ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები, ვისაც თვითონვე აგინებენ. რასაც ესენი კადრულობენ, ის ბოლშევიკებსაც არ უკადრიათ!”, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ივერის მელაშვილს ტაშით შეეგებნენ.