სირია, როგორც მძლავრი სახელმწიფოების შეიარაღებათა საცდელი პოლიგონი – მორიგი ინციდენტი. 19 ივლისს სირიის საჰაერო სივრცეში ისრაელის კუთვნილი, ამერიკული წარმოების ოთხი ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16 შეიჭრა.
სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების დარღვევა ამერიკელების მიერ უკანონოდ კონტროლირებადი ეტ-ტანფის ზონიდან მოხდა. ისრაელის პილოტებმა 8 მართვადი რაკეტა გამოუშვეს ქალაქ ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიდამოებში.
თუმცა ისრაულ რაკეტებს წინ აღუდგა სირიის არმია – რუსული ანტისაჰაერო სარაკეტო კომპლექსებით – “Панцирь-С“-ისა და “Бук-М2”-ის საშუალებით. სირიაში მოქმედი რუსული სამშვიდობო-საშუამავლო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, კონტრ-ადმირალ ვადიმ კულიტის ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტების საშუალებით გაანადგურეს 7 ისრაული რაკეტა, მე-8 რაკეტამ კი ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შენობა დააზიანა.
აშკარაა სირიის არმიის წარმატებები იმ შემთხვევებში, სადაც სირიელები თანამედროვე რუსულ შეიარაღებებს იყენებენ, რაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ისედაც მაღალ ავტორიტეტს კიდევ უფრო ამყარებს.