უფრო საშიში შტამი გაჩნდება და ყველაფერი თავიდან დაიწყება – ჯანმო

მსოფლიოში შეიძლება კორონავირუსის ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც კიდევ უფრო საშიში იქნება, ვიდრე დელტა-ვარიანტია, და ყველაფერი თავიდან დაიწყოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ახალი შტამის გაჩენას ხელს შეუწყობს ინფექციის შემდგომი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით.

„რაც უფრო ფართოდ ვრცელდება [კორონავირუსი], მისი მით უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება პოტენციალით, გახდეს უფრო საშიში, ვიდრე დელტა-ვარიანტია, რომელიც ახლა ამხელა ზიანს გვაყენებს. და რაც უფრო მეტი ვარიანტი იქნება, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი დაუსხლტეს ვაქცინებს და დასაწყისში დაგვაბრუნოს“, — განაცხადა ჯანმოს გენდირექტორმა.

გებრეიესუსის თქმით, ახლა მსოფლიოში „უპრეცედენტო კრიზისი“ შეინიშნება, რომელიც ასევე „უპრეცედენტო ზომების“ გატარებას მოთხოვს.

როგორც ჯანმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი COVID-19-თან ბრძოლაში — ეს 2022 წლის სექტემბრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70%-ის ვაქცინირებაა.

ორსული ქალების აცრა კორონავირუსზე: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს>>

 

 

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს საგანგებო კომიტეტი მანამდეც საუბრობდა კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში და მეტად გადამდები შტამების გაჩენის თაობაზე, რომელთა გაკონტროლებაც ასევე ბევრად რთული იქნება.

ჯანმოს დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი, ექსპერტების შეფასებით, გაორმაგებული სისწრაფით ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის საწყისი, უჰანური ვარიანტი ვრცელდებოდა, და კვლავ განაგრძობს მუტაციას. გარდა ამისა, მეცნიერები უკვე ცალკე სწავლობენ მის კიდევ უფრო აგრესიულ სახესხვაობას — დელტა-პლუსს.

“სპუტნიკი”