ვერ მოიგებ ეგრე, კახა კალაძე, მოვისმინე უკიდურესად სუსტი, გასული საუკუნის პოლიტიკური ტექსტი-ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კახა კალაძის წარდგენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენს ეთერში, ცხადია, არა, მაგრამ ვუსმინე კალაძის სფიჩს. ვიხილე გაბზარული, ნერვიული ფლამბოიანტი “второй свежести”. მოვისმინე უკიდურესად სუსტი, გასული საუკუნის პოლიტიკური ტექსტი – შინაარსობრივადაც, ენობრივადაც, სტრუქტურულადაც. შვიდკაცა, თავისი თბილისზე პოპურით, ზედგამოჭრილი ნაფტალინის გვირგვინი იყო ამ ყველაფერზე. ამაზე რელევანტური ამ პრეზენტაციის დასასრულისთვის შეუძლებელია რამე ყოფილიყო. არაფერი მართალი, არაფერი ახალი, არაფერი საინტერესო. ვერ მოიგებ ეგრე, კახა კალაძე, უბერებელ მტკვარს გასცქირე, კვლავ”