ახალი ამბები 25 წლის ბიჭმა ბულვარში კაცი იმიტომ მოკლა, რომ ღამის კლუბიდან გაიყვანეს

ბათუმში 57 წლის კაცი მოკლეს. დაღუპული ბათუმის ბულვარში, კაფე „ვივა ლათინოს” დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევა გუშინ ღამით, „ვივა ლათინოსთან” მოხდა.

ცნობილია, რომ თავდაპირველად კონფლიქტი კლუბში დაიწყო, სწორედ ამიტომ გაიყვანეს გარეთ 25 წლის ბიჭი. მანამდე მას კაფეში მყოფ ერთ-ერთ პირთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა.

კაფედან გაყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა გულის არეში დაჭრა დანით დაცვის თანამშრომელი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

“რეზონანსი”