“რა საჭიროა ანტისახელმწიფოებრივი ტელევიზიები? დროზე უნდა შველა, ვაიძულოთ პარლამენტი, მიიღონ კანონები…” – მერაბ შათირიშვილი

მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:

“ხალხო, უკუღმართი მოვლენების მომსწრენი ვხდებით, ამ ე. წ. ჟურნალისტებსა და ნაცოპოზიციას, არც დამოუკიდებელი ექსპერტის ჯერავთ, როცა უნდათ, აინუნში არ აგდებენ ევროპარლამენტარების რჩევას, შავს თეთრს ეძახიან, ტყუილი სიმართლედ უნდათ გაასაღონ, ამათ ჩვენ, ქართველი ხალხი სულელი ვგონივართ!..

მერწმუნეთ, ასეთ მარაზმში, მცდელობას უსამართლობა სამართლიანობად და ტყუილი -ჭეშმარიტებად დაამკვიდრონ, დროზე უნდა შველა, თორემ ესენი არ გაჩერდებიან, უნდა დავიწყოთ ფიქრი და ვაიძულოთ ხელისუფლება, ასევე პარლამენტი, მიიღონ კანონები, რომლებიც ამათ ცილისწამებასა და ანტისახელმწიფოებრივ, ანტისახალხო დემაგოგობას ფრთებს შეუკვეცავს…

ანტისახელმწიფოებრივი ტელევიზიები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას მოუსვენრობასა და მუდმივ ინფორმაციულ ტერორში ამყოფებს, გამაგებინეთ, რა საჭიროა, რომ არსებობდეს?! ეჰჰეეეე, უკვე გაფრინდნენ, ვერ ხედავთ?!”