რატომო რომ მკითხოს? ლამაზი მკვდარი იქნები თქო?- მამა ლევანი ვაქცინაციაზე

_________კოვიდ ვაქცინაცია_________
ადამიანები მეკითხებიან უნდა გაიკეთონ თუ არა აცრა. რაც სასიხარულოა, აინტერესებთ რამე არა საღვთო ხო არაა.

ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ საპატრიარქოს პოზიცია რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აცრა უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით. ჯანმო, ვაქცინის მწარმოებლები და სახელმწიფო გეუბნებიან შემდეგს: აცრილი უნიღბოდ მაინც არ უნდა იყვე. აცრილს კორონა შეიძლება იმავე კვირაში შეგხვდეს. აცრილმა შეიძლება ჩვეულებრივ გადასდო სხვას ვირუსი. შეიძლება ერთი აცრა საკმარისი არ იყვეს და ყოველ წელს დაგჭირდეს. აცრილს კომენდანტის საათი მაინც გეხება. რომ აიცრები სოციალური დისტანცია კვლავ უნდა დაიცვა. აცრილმა ადამიანებმა ბევრმა მაინც არ უნდა მოვიყაროთ ერთად თავი. აცრილი ადამიანიც შეიძლება გარდაიცვალოს კოვიდით. აცრის დროს შეიძლება დაავადეს ან მოკვდეს ადამიანი, რაზეც არავინაა პასუხსმგებელი და არც კონპესაცია არსებობს. აუცრელ კორონა ვირუსით დაავადებულთა 1%-ც არ კვდება. უამრავ აუცრელმა ვერ გაიგო ისე გადაიტანა ვირუსი. სადაც მოსახლეობის დიდი პროცნტია აცრილი, საზღვრის ჩაკეტვა და სხვა აკრძალვები ჩვეულებრივ არსებობს. თუ ისეც შეიძლება მოკვდეს კაცი ესეც, მე არ ვიცრები და ვერც სხვას ვეტყვი აიცირითქო, რატოვო რომ მკითხოს? ლამაზი მკვდარი იქნებითქო? ? გონება ყველას ნაქვთ, ხოდა თქვენით გადაწყვიტეთ.