22 ივლისს ქუთაისში ნალექიანი დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში ნალექიანი დღე და +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უხვი ნალექი.
ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.
+30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
გორში უხვი ნალექი და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
იწვიმებს ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც იწვიმებს.
გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.
“იმედინიუსი”