“ჩრდილოეთის ნაკადი-2” ხელის არ შეშლით, ბაიდენი-პუტინს საწოლში დანებდა…-  სენატორი ტედ კრუზი

ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში აშშ პოლიტიკის კრახს “ნორდ სტრიმ2”-ის პროექტთან დაკავშირებით, შეფასებას აძლევს:

ამერიკის ყველაზე ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, აცხადებს, რომ რუსული გაზის პროექტის ,,ჩრდილოეთის ნაკადი -2,, ხელის არ შეშლით, პრეზიდენტი ბაიდენი – პუტინს საწოლში დანებდა…

“თუ ამ გარიგების დეტალები, რომელიც შემატყობინეს, სწორია… ეს იქნება პუტინის გეოპოლიტიკური გამარჯვება თაობებს იქეთ და კატასტროფა აშშ-სა და მისი მოკავშირეებისათვის… პრეზიდენტმა ბაიდენმა, გამოწვევების წინაშე დააყენა ამერიკული კანონები და მთლიანად დანებდა პუტინს.

ათწლეულების მერეც, რუსი დიქტატორები მიიღებენ მილიარდებს ბაიდენის საჩუქრიდან, ხოლო ევროპა, ისევ რუსული ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ იქნება… ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ბაიდენი პუტინის საწოლში იწვა, თუმცა ახლა ვიცით, რომ ისინი ეხვევიან ერთმანეთს”- აცხადებს ტედ კრუზი.